
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი ამბობს, მიესალმებიან რუსული კანონპროექტების გაწვევას და მოუწოდებენ მთავრობას, სრულად იყოს ის უარყოფილი.
"ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ გარკვევით თქვა, რომ საქართველოს ერთადერთი არჩევანი საქართველოსთვის უსაფრთხო და აყვავებული ევროპული მომავალია.
ჩვენ - მიუხედავად იმისა, რომ მივესალმებით კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილებას, "უცხოური გავლენის შესახებ", მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ოფიციალურად გააუქმოს ეს კანონპროექტი და არ წარადგიონს ამ ტიპის კანონმდებლობა, სწორედ იმიტომ, რომ ის შეუთავსებელია საქართველოსა და ევრო-ატლანტიკურ ღირებულებებთა და ძირითადი თავისუფლებების დაცვასთან.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, რომ ერთობლივად იმუშაონ იმ რეფორმებზე, რომლებიც სასწრაფოდ არის საჭირო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რაც საქართველოს მოქალაქეების უდიდესი სურვილია", - თქვა ნედ პრაისმა.
პრაისის განცხადებით, არა მხოლოდ ბოლო რამდენიმე კვირის, არამედ რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ქართველი ხალხი ძალიან მკაფიოდ გამოხატავს, რომ მათ სურთ საქართველო, რომელიც არის დემოკრატიული, აყვავებული, ევროატნალტიკურ რეგიონთან ინტეგრირებული.