ამ კარის სახელურის გამოგლეჯვას და ჩემი შვილის გადმოთრევას აპირებდა ალტინფოელი ორკი - ქაცარავა

გამოქვეყნდა:

"ანტისაოკუპაციო მოძრაობის'' ლიდერი, დავით ქაცარავა წერს, რომ ამ დრომდე არ აქვს ინფორმაცია რა ეტაპზეა გამოძიება მის ცილ-შვილზე თავდასხმის საქმეზე:

"აი ამ კარის სახელურის გამოგლეჯვას და ჩემი შვილის გადმოთრევას აპირებდა ალტინფოელი ორკი.

ამ წუთისთვის არანაირი ინფორმაცია არ მაქვს თუ როგორ მიმდინარეობს გამოძიება.

ბავშვზე და ქალზე თავდასხმა რომელ ქრისტიანულ კანონში გიწერიათ, ჩმორებო?" წერს დავით ქაცარავა

თავდასხმა დავით ქაცარავას ოჯახის წევრებზე გასულ ღამეს მოხდა. მის ცოლ-შვილს პრორუსული ძალადობრივი დაჯგუფება "ალტ-ინფოს" წევრები ქუჩაში დაესხნენ თავს. ფაქტი იმ დროს მოხდა, როცა ქაცარავას მეუღლემ საწვავის ჩასასხმელად მანქანა ბენზინგასამართ სადგურთან გააჩერა, რომელიც "ალტ-ინფოს" ოფისთან ახლოსაა. მანქანაში იჯდა მათი არასრულწლოვანი შვილიც. ჩამსხვრეულია მანქანის შუშები.

ქაცარავამ თავდამსხმელების დასაკავებლად ხელისუფლებას და სამართალდამცველებს ვადა, 14 მარტამდე მისცა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი