თავდამსხმელის პრეტენზია იყო, რატომ ვიმყოფებოდით აქციაზე - ნადირაძის გამოკითხვა დასრულდა

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ნადირაძის გამოკითხვა დასრულდა. საქმის გამოძიება, ძალადობის მუხლით დაიწყო.

ნადირაძის თქმით, თავდამსხმელის მხრიდან ერთადერთი პრეტენზია იყო, თუ რატომ იმყოფებოდა ის აქციაზე.

"შუა მიტინგზე გამოაგზავნეს ადამიანი, რომელსაც სახელი და გვარის მეტი არაფერი არ უკითხავს, თვალით არასოდეს მინახავს  და ერთადერთი პრეტენზია იყო ის, თუ რატომ ვიმყოფებოდით აქციაზე, მიტინგზე. ასეთი სუსის აგენტ-პროვოკატორებით და ნასედკებით ვერც ოპოზიციას, ვერც   აქტივისტებს, ვერც ჩვენს საზოგადოებას  ვერ შეაშინებენ. ეს არის რუსული ხელწერა და რუსული არაფერი აღარ გაუვა ბიძინა ივანიშვილს ამ ქვეყანაში" - ამბობს ნადირაძე

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ირაკლი ნადირაძეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, ე.წ. სპიცით შეიარაღებული მამაკაცი დაესხა თავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი