საბერძნეთის პოლიციამ ორი ქართველი ქურდობის ფაქტზე დააკავა 

გამოქვეყნდა:

საბერძნეთის პოლიციის თანამშრომლებმა ქურდობის ფაქტზე ორი ქართველი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ოთხშაბათს, 8 მარტს, გამთენიისას, ადგილობრივი დროით დაახლოებით 02:45 საათზე, 42 და 51 წლის კაცებმა საცხოვრებელი სახლის კარები გატეხეს და შიგნით უკანონოდ შეაღწიეს. 

პოლიციამ ისინი რამდენიმე წუთში საცხოვრებელ ბინაშივე აიყვანა. როგორც ცნობილია, თავად სახლის მეპატრონე იმ დროისთვის ქალაქში არ იმყოფებოდა. 

ბერძნული მედია წერს, რომ ახლა ხელისუფლება იძიებს მონაწილეობდნენ თუ არა დაკავებულები ქურდების სხვა მსგავს საქმეებში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი