ქართულად ალაპარაკებული ევროპა და "ქართული ოცნების" ერთადერთ ქომაგად დარჩენილი რუსეთის ხელისუფლება - ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის რუსულმა კანონპროექტმა ერთი რაღაცის გამჭვირვალობას ნამდვილად შეუწყო ხელი. ახლა მთელი მსოფლიოსთვის გასაგები და ნათელია, რომ
"ქართული ოცნება" პრორუსული ძალაა და თამაშობს იმ თამაშს, რასაც უკვეთავენ ჩრდილოეთიდან და 2. "ქართული ოცნების" გზა დიქტატურისკენ მიდის, და არა დემოკრატიული, ევროპული ღირებულებების სახელმწიფოსკენ.
სწორედ ამიტომაც ვიხილეთ ქართულად ამეტყველებული საფრანგეთის პრეზიდენტი, და უპრეცედენტო კრიტიკა "ოცნების" რუსული ინიციატივის მიმართ. ვიხილეთ უპრეცედენტო სოლიდარობა და მხარდაჭერა ქუჩაში გამოსული დემონსტრანტების მხრიდან, და ისიც კარგად გამოჩნდა სინამდვილეში ვინ ემუქრება საქართველოს მეორე ფრონტის გახსნით.
კრემლმა ამჯერად თავადვე გაავლო პარალელები ივანიშვილის რეჟიმსა და ვიქტორ იანუკოვიჩის რეჟიმს შორის. მოკლედ ყველა ნიღაბი ჩამოხსნილია, და ქართული ოცნების პოლიტიკური დღის წესრიგიც ბოლომდე გაშიშვლებული.