სად იპოვა რიცხვი? წყარო მანახეთ - კრამონი ევროპარლამენტარებზე ღარიბაშვილის ბრალდებებს პასუხობს

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებს პასუხობს, რომელმაც თქვა, რომ 100 ევროპარლამენტარი კორუფციის სკანდალშია გახვეული.

კრამონი ამბობს, რომ სურს წყაროს ნახვა, რაზე დაყრდნობითაც ღარიბაშვილმა აღნიშნული განცხადება გააკეთა.

"საინტერესოა, რომ ამ ევროპარლამენტარების უმეტესობა არის სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფიდან, რომელიც "ქართული ოცნების" პარტნიორი პარტიაა. თუმცა, სად იპოვა ღარიბაშვილმა რიცხვი (100)? მან ჩვენზე მეტი იცის. ვისურვებდი წყაროს ნახვას, თუ შეიძლება", - წერს კრამონი.

შეგახსენებთ, "იმედის" ეთერში ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებდა, რომ 100 ევროპარლამენტარი კორუფციის სკანდალშია გახვეული და "ჯობს, ევროპარლამენტარებმა თავის თავს მიხედონ".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი