რუსული კანონის წინააღმდეგ თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებსა და საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე ამჯერად ამერიკული NBC News წერს.
სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა, რომელსაც კრიტიკოსები კრემლთან ზედმეტად მეგობრულად მიიჩნევენ, მასობრივმა საპროტესტო აქციებმა შეძრა. მედია აღწერს როგორ განვითარდა მოვლენები თბილისში, რუსული კანონის ინიცირებიდან, მის უკან გაწვევამდე.
NBC წერს, რომ ათიათასობით მომიტინგე ქუჩაში მაინც გამოდიოდა აქციაზე, მას შემდეგაც, რაც ისინი ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.
სტატიაში ნათქვამია, რომ უკრაინაში შეჭრამდე, კრემლმა ძალიან კარგად გამოიყენა რუსეთში მოქმედი კანონი "აგენტებზე", რათა ჩაეხშო ის, რაც რუსეთში დარჩა პოლიტიკური ოპოზიციისგან და დამოუკიდებელი მედიისგან.