
ქრისტიან-დემოკრატიული პარტიების საერთაშორისო გაერთიანება, ცენტრისტ დემოკრატ ინტერნაციონალი (IDC-CDI) საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, ასევე, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობაზე შეშფოთებას გამოხატავს.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნიკა გვარამია თავისუფალი პრესის დევნის მსხვერპლად არის მოხსენიებული. ორგანიზაცია "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტისაც აფასებს და აცხადებს, რომ ის ანტიდასავლურ ნარატივებს შეიცავს, რაც ეჭვს აჩენს საქართველოს ერთგულებაზე ევროპული კურსისა და რუსეთის ავტოკრატიულ რეჟიმთან ურთიერთობაზე.
"საერთაშორისო დემოკრატიული ცენტრი გამოხატავს თავის ღრმა შეშფოთებას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, მათ შორის საქართველოს მთავრობის ინიციატივაზე „უცხოელი აგენტების კანონის შესახებ“. ეს აშკარად აფერხებს პროგრესს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციაში. ეს ინიციატივა და ანტიდასავლური ნარატივების აშკარა მიღება კიდევ უფრო აზიანებს საქართველოს ხელისუფლების რეპუტაციას და აჩენს კითხვებს მის ერთგულებაზე ევროპული კურსისა და რუსეთის ავტოკრატიულ რეჟიმთან ურთიერთობაზე.
ჩვენ ვულოცავთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც გაბედულად გამოვიდა ქუჩაში, რათა მშვიდობიანად მოითხოვონ ამ სახიფათო კანონმდებლობის გაუქმება, გამოხატონ თავიანთი სრული ერთგულება დემოკრატიული პრინციპების, ასევე საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ. ორგანიზაცია გამოხატავს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს მოქალაქეების მიმართ, მათ ბრძოლაში ევროპული გზის გატარების უფლებისთვის და დემოკრატიისა და თავისუფლების მომავლისთვის, როგორც ევროკავშირის წევრი. ჩვენ გვერდში ვუდგავართ საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას და სხვა ქვეყნების ხალხებს, რომლებიც რუსული რეჟიმის მუდმივი საფრთხის წინაშე დგანან, როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური ხასიათისა. ჩვენ მზად ვართ გავუწიოთ ყველა პოლიტიკური მხარდაჭერა ამ ქვეყნებს მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად რუსული აგრესიისგან", - წერია განცხადებაში.
ამასთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას:
