"ვაშინგტონში მკაცრი ინსტრუქცია მიიღო" - კარასინი რუსული კანონის წინააღმდეგ ზურაბიშვილის განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

"სალომე ზურაბიშვილმა ვაშინგტონის მკაცრი ინსტრუქცია მიიღო" - ასე აფასებს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პოზიციას რუსულ კანონთან დაკავშირებით. 

კარასინის მტკიცებით, ამერიკაში ითხოვენ რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდეს. 

"სალომე ზურაბიშვილმა ვაშინგტონში მკაცრი ინსტრუქცია მიიღო. იქ ითხოვენ რომ საქართველო იმ ქვეყნების რიგში ჩადგეს ვინც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს. მთავარი შეკითხვა - შეძლებს თუ არა საქართველო დამოუკიდებლად განსაზღვროს თავისი სამოქმედო გეგმა?", - წერს კარასინი ტელეგრამის საკუთარ არხზე.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა "რუსული კანონი" ამერიკიდანაც გააკრიტიკა.  საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, იგი კანონს ვეტოს დაადებდა იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი მას დაამტკიცებდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი