მისი უახლოესი წრის ანგარიშები და ტრანზაქციები გამოქვეყნდება - არახამია ღარიბაშვილზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე, დავით არახამია საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებს პასუხობს.

არახამიას თქმით, საქართველოში დემოკრატიის შენარჩუნება, მსოფლიო საზოგადოების მთავარი ამოცანაა, თუმცა ეს თავად ღარიბაშვილს არ ესმის. როგორც არახამიამ აღნიშნა, ღარიბაშვილი ამას მაშინ გაიგებს, როცა "გამოქვეყნდება მისი უახლოესი წრის ანგარიშები".

"მთელ მსოფლიოს ესმის, რომ დემოკრატიის შენარჩუნება საქართველოში, რომლის ხელისუფლებაც სავსეა რუსი აგენტებით, მთელი მსოფლიო საზოგადოების მთავარი ამოცანაა. ქართველ ხალხს ეს ესმის, საქართველოში ათიათასობით ახალგაზრდას ესმის, მაგრამ პრემიერი თითქოს არ ესმის.

მე ვფიქრობ, რომ ის ამას მაშინ გაიგებს, როცა გამოქვეყნდება მისი უახლოესი წრის ანგარიშები და ტრანზაქციები. სამწუხაროა, რომ საქართველოში ამას არავინ გამოიძიებს, რადგან "ხელი ხელს ბანს".

P.S. ამ დრომდე აშინებენ ქართველ ერს იმით, რომ უკრაინას თითქოს საქართველოს ომში ჩართვა სურს. ჩვენ, როგორც არავის, გვესმის, რა არის ომი და რუსეთის გარდა ვერავის ვუსურვებთ ასეთ ტანჯვას. უკრაინას სურს თავის ქართველ ძმებთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანება და ძალიან მტკივნეულია იმის დანახვა, თუ როგორ მიდის საქართველოს ხელისუფლება საპირისპირო მიმართულებით", - წერს დავით არახამია.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა 12 მარტს იმედის ეთერში ღარიბაშვილმა უკრაინელ პოლიტიკოსებს, მათ შორის ზელენსკისა და კლიჩკოს "ლუზერები" უწოდა და ამტკიცებდა, რომ მათი მთავარი მიზანი, საქართველოში გადატრიალებაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი