
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ვიქტორ ყიფიანი უკვე გარკვეული პერიოდია აღარ თანამშრომლობს ბატონ ბიძინა ივანიშვილთან.
ოხანაშვილის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილსა და ადვოკატ ვიქტორ ყიფიანს შორის თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია წინა კვირას გავრცელდა.
"გავრცელებული ინფორმაციით, იცით თქვენც რომ, ბატონი ყიფიანი, ბატონი ივანიშვილის საადვოკატო მომსახურებას, უკვე გარკვეული პერიოდია არ ეწევა და მასთან არ არის დაკავშირებული. [...] როგორც ჩანს თემის რაღაც ფორმით აწევა ხდება, ვერ გეტყვით, გავრცელებული ინფორმაციით, ვიცი რომ ვიქტორ ყიფიანი არ თანამშრომლობს უკვე გარკვეული პერიოდია ბატონ ივანიშვილთან", - თქვა ანრი ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ყიფიანმა სომხურ მედიასთან ირაკლი კობახიძე და "ქართული ოცნების" რუსული კანონი გააკრიტიკა. ყიფიანის ინტერვიუ 10 მარტს არის ჩაწერილი. იხილეთ: