არა რუსულ მთავრობას! | ქართველი ემიგრანტების აქცია ტორონტოში

გამოქვეყნდა:

კანადაში მცხოვრებმა ქართველებმა ტორონტოში რუსული კანონია და ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია გამართეს.

პროტესტის მონაწილეებმა წერილით მიმართეს თორნჰილის მუნიციპალიტეტის დეპუტატს, მელისა ლასტმანს, კანადაში საქართველოს ელჩს, კახა იმნაძეს და კანადაში პოლონეთისა და უკრაინის საკონსულოებს. ასევე, ოფიციალური წერილები გაიგზავნა კანადაში მოქმედი პოლონეთისა და უკრაინის საკონსულოებში.

აქციის მონაწილეების თქმით, მათი მოთხოვნებია ევროკავშირის მიერ წარდგენილი 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება, ივანიშვილის მარიონეტული რეჟიმის წევრებისთვის სანქციების დაწესება და ვადამდელ არჩევნები.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ტორონტოში საპროტესტო გამოსვლა 18 მარტსაც იგეგმება, სადაც უკრაინის მხარდამჭერი საქველმოქმედო კონცერტის გამართვა იგეგმება. შემოწირული თანხა კი, მათი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომით დაზარალებულთა დასახმარებლად გადაიგზავნება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი