"რუსეთის პოლიტიკური სამიზნეები, შესაძლოა, სხვა სახელმწიფოებიც გახდნენ, მაგალითად, საქართველო" | ლანდსბერგისი

გამოქვეყნდა:

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ რუსეთის პოლიტიკური სამიზნეები, შესაძლოა, სხვა სახელმწიფოებიც გახდნენ, მაგალითად, საქართველო ან სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნები.

როგორც მან ვილნიუსში, რუმინელ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ევროპა არ უნდა მოდუნდეს და თავიდან უნდა აიცილოს რუსეთის მცდელობები, რომ ზიანი მიაყენოს მოლდოვასა და სხვა ქვეყნებს.

"ზოგიერთი ფიქრობს, რომ ვიდრე რუსეთი ჩაეფლო ბახმუტის ტალახში, ის იმდენად არის დაკავებული, რომ მთელი მისი სამხედრო და პოლიტიკური ყურადღება მიმართულია მხოლოდ უკრაინისკენ. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი არის საშიში მეზობელი, რომელმაც აჩვენა წარსულში, რომ შეუძლია ერთ სამიზნეზე მეტის დანახვა. ის შეიძლება, იყოს აქტიური მოლდოვაში არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც. ასე რომ, ჩვენ არ უნდა მოვდუნდეთ, ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ მოლდოვისთვის, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებისთვის, ზიანის მიყენების შესაძლო მცდელობები. მე ვერ უარვყოფ იდეას, რომ რუსეთის პოლიტიკური სამიზნეები, შესაძლოა, სხვა სახელმწიფოებიც გახდნენ, მაგალითად, საქართველო ან სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნები", - თქვა მან. 

[ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს] 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი