
დღეს ევროპარლამენტში საქართველოზე დებატები გაიმართება. თავდაპირველად დაგეგმილი იყო უშუალოდ საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ პარლამენტში ინიცირებულ "რუსულ კანონზე" მსჯელობა, ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით, თუმცა გუშინ მოულოდნელად, დებატებს სახელწოდება შეეცვალა და მისი შინაარსიდან გამომდინარე ის უფრო ფართო და ყოვლისმომცველი იქნება.
ევროპარლამენტის მწვანეთა პარტიის საპარლამენტო მრჩეველი თამარ გუგულაშვილი ამბობს, რომ ცვლილება კანონის გაწვევის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოხდა.
„ვითარება საქართველოში!“- ამ სახელწოდების დებატები სტრასბურგში დღეს საღამოსაა დაგეგმილი. დეპუტატები იმსჯელებენ საქართველოში წინა კვირაში განვითარებულ მოვლენებს, ასევე, სავარაუდოდ, იქნება მოწოდებები 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით.