თურქეთში სამუშაოდ წასასვლელად დამსაქმებლის სამთვიანი ცნობა იქნება საჭირო - რიჟვაძე

გამოქვეყნდა:

აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას დამსაქმებლის ცნობის საფუძველზე შეძლებენ. ამ თემაზე მან მთავრობის ბრიფინგზე ისაუბრა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს მოძრაობა, მათ შორის საზღვარზე, მათ შორის სამუშაო მიზნებით, ხდებოდეს კონკრეტული საფუძვლების და მიზნების გათვალისწინებით, სწორედ ამიტომ, ყველა მოქალაქე, რომლის სურვილია თურქეთში გადავიდეს სამუშაოდ, ვალდებული იქნება წარმოადგინოს ოფიციალური ცნობა, სამთვიანი, გაცემული თურქეთში დამსაქმებლის მხრიდან, - თქვა თორნიკე რიჟვაძემ.

რიჟვაძემ აღნიშნა, რომ თურქეთში სამუშაოდ წასული მოსახლეობა საქართველოში დაბრუნებისას ვალდებული იქნება კარანტინი გაიაროს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი