
"სომხეთი არ ტოვებს ОДКБ-ს, ორგანიზაცია თავად ტოვებს სომხეთს", - ამის შესახებ განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გააკეთა, რომელსაც ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, ОДКБ-ს გენერალურმა მდივანმა მას 2022 წელს უთხრა, რომ ორგანიზაციაში არსებობს შიშები იმის შესახებ, რომ სომხეთმა შეიძლება დატოვოს იგი. თავად ფაშინიანმა კი თქვა, რომ თავის მხრივ სომხეთშიც არსებობს შეშფოთება იმის შესახებ, რომ თავად ОДКБ-მ შეიძლება დატოვოს სომხეთი.
"ჩემი შეფასებაა, რომ ОДКБ, ნებით თუ უნებლიეთ ტოვებს სომხეთის რესპუბლიკას. და ეს გვაწუხებს. ჩვენ არ დაგვიმალია არაფერი, რაც მოხდა. მოხარულები ვიქნებით დავიკავოთ ОДКБ-ს გენერალური მდივნის მოადგილის თანამდებობა, თუ ამით არასწორ გზავნილს არ გავუგზავნით ჩვენს ხალხს, თუ ეს ნიშნავს სომხეთის უსაფრთხოებისთვის დამატებით გარანტიებს. თუ არა, ჩვენ ვერ ვხედავთ აზრს ასეთი ნაბიჯის გადადგმაში", - თქვა ფაშინიანმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ.
ფაშინიანის თქმით, სომხეთი უკვე დიდი ხანია თანმიმდევრულად თანამშრომლობს ОДКБ-სთან, თუმცა ახლა არსებობს კითხვა "ფუნქციონირებს თუ არა ОДКБ მართლა სომხეთის ტერიტორიაზე, არსებობს თუ არა ის".
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, 10 მარტს, სომხეთმა ოფიციალურად დაადასტურა ცნობები, რომ მათი უარი თქვეს ОДКБ-ს გენერალური მდივნის პოზიციაზე. სომხეთის ამ გადაწყვეტილებამ ეჭვები გააჩინა, რომ შეიძლება ქვეყანა ორგანიზაციის დატოვებას გეგმავს.