"კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილება დღეს რომ მიიღებოდეს, მიჭირს თქმა, რა მოხდებოდა" | კატარინა მატერნოვა

გამოქვეყნდა:

"ახლა ბურთი საქართველოს მოედანზეა... კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილება დღეს რომ მიიღებოდეს, მიჭირს თქმა, რა მოხდებოდა" - ამის შესახებ ევროკომისიის ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების გენერალურმა დირექტორმა, კატარინა მატერნოვამ თბილისში გამართულ რეგიონულ ამბასადორიალზე განაცხადა. 

"მე ვმუშაობ ევროკომისიაში, რომელიც არის ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო. ის მოსაზრებას აყალიბებს და შემდეგ მას წევრ სახელმწიფოებს წარუდგენს საბოლოო დამტკიცებისთვის. ახლა ბურთი საქართველოს მოედანზეა. აქ იგულისხმება მთავრობა, თუმცა ასევე სამოქალაქო საზოგადოება, ოპოზიცია და საზოგადოების ჩართულობა. რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, ეს გადაწყვეტილება დღეს რომ მიიღებოდეს, მიჭირს თქმა, რა მოხდებოდა.

ჯერ კიდევ გადასადგმელია ნაბიჯები იმ 12-დან, რომლებიც დასახულ იქნა. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს მიიღო ევროპული პერსპექტივა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ წელს საქრთველო, უკრაინა და მოლდოვა გაფართოვების პაკეტში იქნებიან შეყვანილნი. ამიტომ, მოხდება ძალიან დეტალური და ზედმიწევნით ზუსტი შეფასება ყველა ქვეყნისა, რომელსაც მიღებული აქვს ევროპული პერსპექტივა. მე იმედი მაქვს, რომ საქართველო ყველა რეკომენდაციას შეასრულებს, თუმცა ახლა ამაზე საუბარი ჯერ ადრეა", - ამბობს კატერინა მატერნოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი