აშშ და მისი "სატელიტები" მოლდოვასა და საქართველოში რუსეთთან დაძაბულობის კერების შესაქმნელად მუშაობენ - გრუშკო

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრ გრუშკო ამტკიცებს, რომ ამერიკა და მისი "სატელიტები" მოლდოვასა და საქართველოში რუსეთთან გეოპოლიტიკური დაპირისპირებისთვის დაძაბულობის კერების შექმნას ცდილობენ. ის იმეორებს ნარატივს, თითქოს დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა და აქ მეორე ფრონტის გახსნა სურს.

"რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერზე ვღელავთ, ჩვენ შეშფოთებული ვართ როგორც საქართველოს, ასევე მოლდოვას ვითარებით, რადგან ეს არის ქვეყნები, რომლებიც შორს არიან ამერიკისგან, რომელიც ცდილობს უკარნახოს მათ რა გააკეთონ რა არა. ისინი ჩვენი მეზობლები არიან და ჩვენ ვხედავთ, რომ შეერთებული შტატები თავისი სატელიტებით მუშაობს ჩვენს საზღვრებთან უფრო და უფრო მეტი დაძაბულობის კერების შესაქმნელად და ცდილობს მოაწყოს რაიმე სახის გეოპოლიტიკური კონკურენცია ამ ზონებში, რომლებიც საკვანძოა, თუნდაც გეოგრაფიული მიზეზების გამო. რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე", - თქვა გრუშკომ.

მისი მტკიცებით, საქართველოსა და მოლდოვაში განვითარებული მოვლენები დასავლეთის სახელმწიფოების "ნეოკოლონიალურ დამოკიდებულებას" ასახავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი