ოპოზიცია უნივერსიტეტებს სოლიდარობისკენ მოუწოდებს 

გამოქვეყნდა:

ხელისუფლება ახალგაზრდებზე ზეწოლას, მუქარასა და რეპრესიებს აგრძელებს - ოპოზიციის ლიდერებმა ამ თემაზე საგანგებო განცხადება გააკეთეს. 

"ჩვენ დავინახეთ, რომ უპირველესად "საქართველოს უნივერსიტეტსა" და მერე "თავისუფალ უნივერსიტეტზე" თავდასხმით, "ქართული ოცნება" ცდილობს, შეუტიოს იმ თავისუფალ სივრცეებს, სადაც ადამიანები ცდილობენ მიიღონ განათლება და ეზიარონ დემოკრატიულ ღირებულებებს. ეს შეტევა მიზნად ისახავს ამ თავისუფალი ადამიანების გაქრობას ამ ქვეყანაში. მოვუწოდებთ ყველა უნივერსიტეტს, გამოიჩინონ სოლიდარობა ამ ორ უნივერსიტეტთან მიმართებაში. თუ დღეს ჩვენ გავჩუმდებით, ხვალ ყველა უნივერსიტეტს მიადგება ეს ხელისუფლება...მოვუწოდებ უნივერსიტეტებს ჩვენ გამოვხატავთ დღეს სოლიდარობას, მაგრამ სოლიდარობა უნივერისტეტების მხრიდანა ამ ორი უნივერსიტეტის მიმართ არის უმნიშვნელოვანესი",- თქვა პარლამენტის დეპუტატმა, თამარ კორძაიამ. 

ენმ-ის წევრი ხატია დეკანოიძე ღიად ამბობს, რომ ახლა ხელისუფლების ნაბიჯია "ახალი რუსული კანონების პარალელურად, განათლებაზე, თავისუფალ სივრცეებზე დარტყმა". 

"ყველა ჩვენგანი, არამხოლოდ განათლების სფეროში, არამედ ყველა ადამიანი უნდა იყოს სოლიდარული სტუდენტების, უნივერსიტეტების, პროფესორებისა და იმ სივრცეების, სადაც ახალგაზრდები და ბავშვები იღებენ თავისუფალ გარემოში ცოდნას...ეს იქნება ჩვენი ყურადღების საგანი და არანაირი რეპრესიის უფლებას არ მივცემთ ოცნებას",- ამბობს ხატია დეკანოიძე. 

ცნობისთვის, აქციების შემდეგ მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან სტუდენტებთან დაკავშირებით, არაერთი განცხადება გაკეთდა:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი