ინციდენტის უმეტესი ნაწილი ვიდეოზეა აღბეჭდილი, თუმცა პოლიციამ თავი არ შეიწუხა იმ ადამიანების დაკავებით - ICC Georgia რადიკალების თავდასხმაზე

გამოქვეყნდა:

ICC Georgia მკაცრად გმობს თავდასხმას მის წევრ კომპანიაზე „BGI Legal” - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც კომპანია გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ავრცელებს:

"2023 წლის 14 მარტს, ძალადობრივი დაჯგუფება თავს დაესხა რუსთაველის გამზირზე მდებარე ჩვენი წევრის, BGI Legal-ის ოფისს. მოვლენები მოგვაგონებდა 2021 წლის 5 ივლისსა და 2013 წლის 17  მაისს, როდესაც დაჯგუფება დათარეშობდა ქუჩებში და ისროდა ქვებსა და თიხის ქოთნებს BGI-ის მეორე სართულის ოფისში, მაშინ როდესაც პოლიცია უქმად იდგა. დაშავებულია ერთი ადამიანი.

„თვითმხილველთა უმეტესობა აღნიშნავს, რომ დაჯგუფებას, რომელმაც მოგვიანებით დაწვეს ევროკავშირის დროშა საქართველოს პარლამენტის წინ, ეხმარებოდა და ხელს უწყობდა საქართველოს მთავრობაში და მათ ზურგს უკან მყოფი ძლიერი ძალები, რაც უზრუნველყოფს თავდამსხმელებში დაუსჯელობის, ხოლო თავდასხმის სამიზნე ობიექტებში შიშის განცდას. ინციდენტის უმეტესი ნაწილი ვიდეოზეა აღბეჭდილი, თუმცა პოლიცია, როგორც ჩანს, ავითარებს იმ ვერსიას, რომ თავდამსხმელები პროვოცირებულნი იყვნენ და თავი არ შეიწუხეს იმ ადამიანების დაკავებით, ვინც ფოტოებზე ადვილად იდენტიფიცირებადია. დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა მინიმალურია, რა უნდა გაკეთდეს, თუმცა წინა გამოცდილებიდან თუ ვიმსჯელებთ, ამის ალბათობა ნაკლებია“. აცხადებს ფადი ასლი, გამგეობის თავმჯდომარემ.

ICC მოუწოდებს საქართველოში არსებულ ყველა ბიზნეს ორგანიზაციას და დიპლომატიურ წარმომადგენლობას, განახორციელონ ზეწოლა საქართველოს მთავრობაზე, რათა დაუყოვნებლივ იქნას გამოძიებული ეს საგანგაშო ინციდენტი და პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ.

BGI Legal მაღალი დონის იურიდიული კომპანიაა საქართველოში, რომელსაც გააჩნია მუშაობის ათწლეულების უნაკლო გამოცდილება უცხოელ ინვესტორებთან, ადგილობრივ ბიზნესებთან, დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და საკმაოდ დიდი მოცულობის პრო ბონო პორტფელი. BGI  არის ICC Georgia-ს დაფასებული წევრი 2007 წლიდან მოყოლებული.

შეგახსენებთ, რადიკალური დაჯგუფების წევრებმა ზაზა ბიბილაშვილის იურიდიულ ოფისს გუშინ ქვა ესროლეს, რა დროსაც ერთი თანამშრომელი დაშავდა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი