ნაცმოძრაობის ლობისტები, ერთი და იგივე ადამიანები ლობირებენ საქართველოს დაზიანებას - მდინარაძე ევროპარლამენტარებზე

გამოქვეყნდა:

"მძიმე მოსასმენია ნაცმოძრაობის ლობისტების, რამდენიმე ათეული ადამიანის ის საქართველოსთვის დამაზიანებელი განცხადებები, რომლებსაც ისინი ახლა კი არა, 2012 წლის შემდეგ აკეთებენ. ერთი და იგივე სახელები და გვარები ლობირებენ საქართველოს დაზიანებას და ისინი ლობირებენ იმ პარტიას, რომელ პარტიასაც უნდა რამენაირად საქართველოს ხელისუფლება გააშავოს და პრორუსის იარლიყი მიაწებოს ყველა გზით. საუკუნის აფიორა დასჭირდება პიარ კამპანიის სახით, თუ რაც არ უნდა დასჭირდეს, ისინი ცდილობენ თავის ლობისტებთან ერთად, რომ საქართველოს ხელისუფლებას დაარქვან პრორუსი.

თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ ევროპარლამენტარების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი