ნავალნის ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი და რუსი ოპოზიციონერი საქართველოში არ შემოუშვეს

გამოქვეყნდა:

რუს ოპოზიციონერებსა და დისიდენტებს საქართველოში არ უშვებენ - თბილისის აეროპორტიდან უკან, თელ ავივის მიმართულებით გააბრუნეს რუსი ოპოზიციონერი ალიონა ხლესტუნოვა, რომელიც ტომსკში ნავალნის ფონდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო.   

"საქართველოში 14 მარტს თელ-ავივიდან გავფრინდი. საპასპორტო კონტროლზე 20 წუთზე მეტხანს ვიდექი. პასპორტი ჩამომართვეს. არც კი მითხრეს რა ხდებოდა და რატომ შემაყოვნეს. მოგვიანებით სადღაც ოთახში შემიყვანეს. რამდენიმე შეკითხვა დამისვეს. მათ შორის აინტერესებდათ ვიყავი თუ არა საქართველოში ნამყოფი. თბილისში ისრაელის მოქალაქის პასპორტით ჩავფრინდი. მოგვიანებით მითხრეს რომ ქვეყანაში არ შემიშვებდნენ. მიზეზით დავინტერესდი თუმცა მითხრეს რომ ისრაელში საქართველოს საკონსულოსთვის მიმემართა. რა თქმა უნდა ამას არანაირი შედეგი არ ექნებათ, თუმცა ვეცდები განცხადება დავწერო. სავარაუდოდ უარი, წარსულში ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება. მე ქალაქ ტომსკში ნავალნის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და კოორდინატორი ვიყავი. ვერ გეტყვით უარის მიზეზი სხვა რა უნდა გამხდარიყო. ძაღლთან ერთად ჩამოვფრინდი, რომელიც ჩემთან ერთად უკან გამოუშვეს. ჩემი ბარგი ამ დრომდე არ დამიბრუნეს. მითხრეს რომ ბარგთან დაკავშირებით დამატებით შემოწმება უნდა ჩაატარონ. მიზეზი არ ვიცი"

ქვეყანაში გუშინ არ შემოუშვეს არც ტელეკომპანია დოჟდის ჟურნალისტი ალექსანდრ შვედჩენკო

შვედჩენკო არ არის ერთადერთი რომელიც 14 მარტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გააბრუნეს, მასთან ერთად არის კიდევ ერთი რუსი ანტიპუტინისტური მოძრაობის აქტივისტი, რომლის სახელს და გვარს ჩვენ შეგნებულად არ ვასახელებთ. მან საქართველოს საზღვარი ვერ გადმოკვეთა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი