
შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, თბილისში მოქმედი ყველა ბაზარი შეამოწმეს და მათი ნაწილი უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო დააჯარიმეს. შემოწმებულ ბაზრებს შორისაა "ლილოს", "ელიავას", "დეზერტირების", "ნავთლუღის", "დიდუბის", "გლდანის", ასევე, ვარკეთილსა და დიღომში არსებული ბაზრები.
ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფებით მივაწოდეთ ყველა მათგანს ინფორმაცია, თუმცა გარკვეულ ბიზნეს სუბიექტებთან ფიქსირდებოდა დარღვევები. ლილოს ტერიტორიაზე დაჯარიმდა 12 ბიზნეს სუბიექტი, დეზერტირების ბაზარში 1, ნავთლუღში 2, დიდუბეში 3, ვარკეთილში 1, - თქვა ბექა ფერაძემ.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, 27 ივლისიდან ბაზრებსა და ბაზრობებზე ინსპექტირება მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება.