
პირდაპირ ეთერში ჩამოხეული და დამწვარი ევროკავშირის დროშა, ძალადობრივი მოწოდებები და მუქარა - მოძალადე ჯგუფების მიერ პარლამენტის წინ გამართული აქციიდან 24 საათზე მეტია გასული და ამ დრომდე არავინაა დასჯილი. "ქართული ოცნების" ხელისუფლება კვლავ ორმაგი სტანდარტით მოქმედებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე აცხადებს, რომ მიმდინარეობს მოძალადეების იდენტიფიცირება და გამოძიება, თუმცა რეალური ნაბიჯები სამართალდამცველებს ჯერ არ გადაუდგამთ.
რადიკალურად განსხვავებული ოპერატიულობით მოქმედებდა პოლიცია რუსული კანონის მოწინააღმდეგეთა დევნისას. ერთ ღამეში დაკავებული ათეულობით დემონსტრანტი, ფაქტობრივად ონლაინ რეჟიმში ამოცნობილი მომიტინგეები და სულ რამდენიმე საათში მათ სახლებში ჩატარებული სპეცოპერაციები. ძალოვანი უწყების ასეთი ორმაგი დამოკიდებულება ღიად მიუთითებს, თუ ვის მხარეზეა და ვის ინტერესებში მოქმედებს ხელისუფლება.