ჯარიმას მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლო გააუქმებს - ხაჭაპურიძის თქმით, მონაცემთა დაცვის სამსახურმა საქმე ზედაპირულად გამოიკვლია

გამოქვეყნდა:

მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის შეფასებით,  პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გადაწყვეტილებით, 500-ლარიანი ჯარიმა, რომელიც პენიტენციურმა სამსახურმა უნდა გადაიხადოს, არაპროპორციულია. შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ უწყებამ საქმე ზედაპირულად გამოიკვლია.

"ეს უფრო საზოგადოებისთვის ხარკის მოხდას ჰგავს. აქ აუცილებლად უნდა ყოფილიყო მსჯელობა რატი ბრეგაძის მიერ ამ ჩანაწერების, გახსოვთ როგორც იყო, ჩანაწერები იყო მერე კომენტარებს აკეთებდა, იმედის ეთერში იჯდა, ამაზე უნდა ყოფილიყო განცხადება, რეაგირება მოჰყოლოდა. აუცილებლად უნდა მისცემოდა შეფასება იქ ექიმები ჩანან, რამდენიმე დეპუტატი ჩანს. იმსჯელა მხოლოდ სააკაშვილთან დაკავშირებით, ისიც სასაცილო 500 ლარით, რომელსაც მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლო გააუქმებს და იტყვიან, რომ იუსტიციის მინისტრის მოქმედება იყო კანონიერი", - ამბობს ხაჭაპურიძე. 

ცნობისთვის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა 15 მარტს დაასრულა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების სოციალური ქსელის, Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გასაჯაროების კანონიერების შესწავლა.

უწყების ცნობით, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს გააჩნდა ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებისთვის აუცილებელი სამართლებრივი საფუძველი, თუმცა მონაცემების დამუშავების კანონიერებისათვის აუცილებელი წინაპირობაა მონაცემთა დამუშავების პრინციპების დაცვაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი