"მიხეილ სააკაშვილი არ უნდა მოკვდეს" - ფრანგი ჟურნალისტი სტატიას აქვეყნებს და მესამე პრეზიდენტის წერილს ავრცელებს 

გამოქვეყნდა:

"წერილი პუტინის ბრძანებით ციხეში მოთავსებული და მოწამლული სააკაშვილისგან"- მესამე პრეზიდენტის შესახებ, ფრანგი ჟურნალისტი,ცნობილი ფრანგი მოაზროვნე და რეჟისორი ბერნარ ანრი ლევი წერს. სტატია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ჟურნალში გამოქვეყნდა

ბერნარ ანრი ლევიმ მიხეილ სააკაშვილისგან წერილი მიიღო, რომელშიც კიდევ ერთხელ ნათქვამია, რომ ის მოწამლეს და ყოველდღიურად მისი ჯანმრთელობა უარესდება.

"გწერთ, რადგან გთხოვოთ მხარდაჭერა- მოუყვეთ ყველას ჩემი წამების და ჩემი სიკვდილით კრემლის პირდაპირი ინტერესის შესახებ. გწერთ იმიტომ, რომ თქვენ 2008 წელს იყავით საქართველოში, როცა პუტინმა მორიგი რკინის ფარდა დატესტა, დღეს კი ამას უკრაინაში აკეთებს. და მინდა მოუყვეთ მსოფლიოს რომ ჩემი სიკვდილი ციხეში იმის ნიშანი იქნება რომ ჩემი ქვეყანა რუსეთის ხელშია და იგივე ბედი ელის ზელენსკისაც, როგორც ლავროვი იმუქრება" - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

ანრი ლევი მესამე პრეზიდენტს  ნავალნის, ხადარკოვსკისა და პუტინის სხვა პატიმრებს ადარებს და წერს, რომ მიხეილ სააკაშვილმაც იცოდა, თუ რა ელოდა სამშობლოში  დაბრუნების შემთხვევაში, მაგრამ მაინც გადაწყვიტა, პირისპირ შეხვედროდა თავის ბედს.

"ნუთუ ეს ხალხი, მართლაც უმწეოა კრემლის ტერორისტის ურყევი ნების წინაშე?" -წერს ფრანგი საზოგადო მოღვაწე. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი