მამაცაშვილი სულიერ ტკივილზე 150 000 ლარის დაკისრებას ითხოვს - "ანტიკორუფციული მოძრაობის" განცხადება

გამოქვეყნდა:

უზენაეს სასამართლოსთან „ანტიკორუფციული მოძრაობის“ წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის სასამართლო სარჩელთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს. მათი თქმით, უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო მამაცაშვილის სარჩელი, სადაც ის მოპასუხეებისგან 150 000 ლარის გადახდას ითხოვს.

ლაშა ფარულავა ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით სამართლებრივად გაფრომდა ქვეყანაში ავტორიტარიზმი და ტოტალიტარიზმი.

"მოსამართლე რევაზ ნადარაიამ ფაქტობრივად, ამ გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილს, მის კლანს, უჩა მამაცაშვილს ქართული მართლმსაჯულება საკუთრებაში გაუფორმა. აღარ არსებობს უზენაესი სასამართლო, ეს არის ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი კორპორაცია და ამ გადაწყვეტილებით ეს არის დადასტურებული. რა გადაწყვეტილებაა ეს - უჩა მამაცაშვილმა პირველ ინსტანციაში მიღებული გადაწყვეტილება მეორეში არ გაასაჩივრა [...] და პირდაპირ პირველი ინსტანციიდან მესამე ინსტანციას მოსთხოვა გადაწყვეტილების შცვლა და სულიერ ტკივილზე 15 000-ის ნაცვლად 150 000 ლარის დაკისრება. და წარმოებაში მიიღო რევაზ ნადარაიამ", - თქვა ლაშა ფარულავამ. 

მან მოქალაქეებს მოუწოდა 9 აპრილს, 17:00 საათზე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებულ აქციაზე მივიდნენ და დაასრულონ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის ავტორიტარიზმი და ტოტალიტარიზმი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი