"აღარ გვჭირდება რუსული გაზი" - მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრის თქმით, "გაზპრომისგან" გაზის მიღება შეწყვიტეს 

გამოქვეყნდა:

მოლდოვამ „გაზპრომისგან“ ბუნებრივი აირის მიღება სრულიად შეწყვიტა - საერთაშორისო მედია Reuters მოლდოვის ენგრგეტიკის მინისტრის განცხადებას ავრცელებს. მინისტრის თქმით, მოლდოვამ შეძლო ევროპული მიწოდების უზრუნველყოფა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის 300 მილიონი ევროს (318 მილიონი აშშ დოლარი) კრედიტის წყალობით.

"მოლდოვა აღარ იღებს რუსულ გაზს და არ ითმენს გაზის გიგანტის "გაზპრომის" მიერ დაწესებულ „შანტაჟს“ მიწოდების საფასურის გადახდასთან დაკავშირებით",- განაცხადა ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა.

ვიქტორ პარლიკოვმა განაცხადა, რომ "გაზპრომი" 2022 წლის დეკემბრიდან მხოლოდ დროებით ოკუპირებულ დნესტრისპირეთის რეგიონს ამარაგებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი