
"არ ვარ 100%-ით დარწმუნებული, რომ სტატუსთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება იქნება...", - ამის შესახებ TV იმედის ეთერში თბილისის მერი კახა კალაძე საუბრობს.
არ ვარ 100%-ით დარწმუნებული იმაში, რომ იქნება დადებითი, პოზიტიური გადაწყვეტილება სტატუსთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ამას იყენებენ როგორც პოლიტიკურ იარაღს. აქვთ გარკვული მცდელობები სხვადასხვა ადამიანებს, ე.წ. მეგობრებს, რომ როგორმე მოხდეს ხელისუფლების ცვლილება, იმიტომ რომ ეს ხელისუფლება მათთვის არ არის მისაღები ერთი მიზეზის გამო: რომ გეტყვიან ცალ ფეხზე დადექი, უნდა დადგე ცალ ფეხზე. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, ამას საკუთარ თავს არ ვაკადრებთ, არ ვაკადრებთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, არ ვაკადრებთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს კულტურას. ჩვენ სიამაყით ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას, ხალხს. მე ვამაყობ რომ ვარ ქართველი, დავიბადე ამ ქვეყანაში, გავიზარდე, მაქვს ულამაზესი სამშობლო...
მთელი ჩემი წარსული ცხოვრება დაკავშირებულია ევროპასთან. მთელი ჩემი წარმატება იცით, რომ დაკავშირებულია ევროპასთან. ვცხოვრობდი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქში და ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს ევროპული ღირებულებები. ძალიან კარგად ვიცი თუ რამხელა ცივილიზაციის მოტანა შეუძლია ევროპულ განვითარებას. მაგრამ, მეგობრებო, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ როდესაც შენ გეუბნებიან, რომ უნდა იყო მონა, უნდა დადგე ცალ ფეხზე, ეს კატეგორიულად მიუღებელია, - ამბობს კალაძე.