პრიგოჟინი ისევ ამბობს, რომ რუსეთი მის მებრძოლებს საკმარის საბრძოლო მასალას არ აწვდის

გამოქვეყნდა:

"ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა ხუთშაბათს კიდევ ერთხელ გამოხატა პრეტენზია რუსეთიდან არასაკმარისი საბრძოლო მასალის მიწოდების შესახებ. ეს კიდევ ერთი ნიშანია კრემლის მხირდან დაქირავებული მებრძოლების მზარდი იზოლაციის შესახებ, მაშინ, როცა ისინი სასტიკ ბრძოლაში არიან ბახმუტთან. 

"ჭურვები მზადდება, მაგრამ რატომღაც ჩვენ არ გვაქვს.  მაგრამ გლობალური მიზეზი, ვფიქრობ, შემდეგია. ვაგნერი არის ყველაზე ეფექტური დანაყოფი და ეს ყველა სამხედრომ იცის", - თქვა პრიგოჟინმა ვიდეოში. ინტერვიუ გამოქვეყნდა გამოცემა RIAFAN-ის მიერ.

ცნობილია, რომ პრიგოჟინმა ბევრი დახარჯა 40 000 ტყვის გადასაბირებლად, რათა ბრძოლაში ჩაება ისინი, მაგრამ თვეების დაძაბული შეტაკებებისა და დიდი დანაკარგების შემდეგ, ის ისევ იბრძვის "ვაგნერის" რიგების შესავსებად.

ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ რომ მისი ეჭვები საფუძვლიანია - რომ რუსეთის სამხედრო ისტებლიშმენტი იყენებს ბახმუტს, როგორც „ხორცსაკეპ მანქანას“, რათა შეამციროს მისი ძალები ან საერთოდ გაანადგუროს იგი, როგორც პოლიტიკური ძალა.

"ჩვენი შრომის დამსახურება არ არის ის, რომ ჩვენი მებრძოლები რაიმესგან არიან შექმნილნი, ისინი მზადდებიან ზუსტად იგივე ხორცისგან: ზუსტად იგივე ხელები, ზუსტად იგივე ფეხები და მათი 40% და 50% ზუსტად ისეთივე ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა, როგორიც ახლა მუშაობს", - თქვა პრიგოჟინმა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი