
კრემლმა დაადასტურა, რომ ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინის 20-22 მარტს რუსეთში ჩავა. ამის შესახებ განცხადება პარასკევს გაკეთდა. ეს იქნება ჩინეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი რუსეთში მას შემდეგ, რაც გასულ წელს პუტინი უკრაინაში შეიჭრა.
ცნობილია, რომ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერება "არაერთ მნიშვნელოვან" ორმხრივ დოკუმენტს.
"მოლაპარაკებების დროს ისინი განიხილავენ რუსეთსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და სტრატეგიული თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს", - ამბობენ კრემლში.
ვიზიტი დაადასტურეს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც.