ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი, საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისთან ჩავიდა.

საოკუპაციო ხაზთან ბრიტანელ დიპლომანტთან ერთად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარასელია და სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ირაკლი ანთაძე იმყოფებოდნენ.

ჯეიმს კლევერლის განცხადებით, ის დღეს საქართველოში მკაფიო მიზნით იმყოფება, რათა დააფიქსიროს დიდი ბრიტანეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. 

"დღეს თბილისში ვიმყოფები მკაფიო მიზნით.

დავაფიქსირო დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ .

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის სიძლიერეს, მედეგობასა და დემოკრატიულ ნება", - წერს ჯეიმს კლევერლი.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი