პუტინმა წააგო ენერგეტიკული ბრძოლა, შანტაჟმა არ გაამართლა - ურსულა ფონ დერ ლეიენი

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ვერ შეძლო ევროპის შანტაჟი ენერგომომარაგების შემცირებით და მისმა შანტაჟმა არ გაამართლა - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

"პუტინმა აშკარად წააგო ენერგეტიკული ბრძოლა, რომელიც მან დაიწყო და მისმა შანტაჟმა არ გაამართლა“, - ამბობს ლეიენი  ნორვეგიის დასავლეთ სანაპიროსთან მდებარე გაზის Troll A პლატფორმაზე ვიზიტის დროს.

მისი თქმით, ევროკავშირი ახლა გაცილებით მეტ ენერგიას მიიღებს ისეთი მოკავშირეებისგან, როგორიცაა ნორვეგია და აშშ.

მისივე თქმით, ევროპამ დიდი ინვესტიცია განახორციელა განახლებადი ენერგიის წყაროებში და შეამცირა ენერგიის მოხმარება 20%-ით.

"ასე რომ, თუ პრეზიდენტი პუტინი გეგმავდა ჩვენს დაჩოქებას, მან ზუსტად საპირისპიროს მიაღწია. დღეს ჩვენ უფრო ძლიერები და დამოუკიდებლები ვართ, ვიდრე ოდესმე", - თქვა ლეიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტს თან ახლდნენ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტიორე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი