
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა კახეთში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან, საპროტესტო აქცია გამართეს. ხელისუფლების ოპონენტებმა ბაკურციხე-თელავის შემოვლით გზაზე წარმოებული სამუშაოების შეჩერება გააპროტესტეს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, არც გზის მშენებლობით და არც კახეთში არსებული სხვა პრობლემებვით არ ინტერესდება.
გვინდა, რომ გავაგონოთ ჩვენი ხმა გუბერნატორს. თანამდებობის პირობა არ არის მხოლოდ და მხოლოდ სავარძელში რბილად ყოფნა. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და როდესაც შენ თვალწინ მილიონობით ლარი იფლანგება, ვალდებული და პასუხისმგებელი ხარ, ეს საკითხი დააყენო შესაბამისი სამინისტროების წინაშე, - განმარტა ბეჟაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 38-მილიონიანი პროექტი 2019 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა დაიგო გზის მხოლოდ 5-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომლის ერთი ნაწილი უკვე ამორტიზებულია.
ავტორი: ია გულიაშვილი