
შეერთებულმა შტატებმა შავ ზღვაში RQ-4 Global Hawk (FORTE10) სადაზვერვო დრონი გაუშვა - ამის შესახებ ინფორმაციას Flightradar 24 ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, RQ-4 Global Hawk იტალიიდან, სიგონელას საჰაერო ბაზიდან დილის 6 საათზე აფრინდა და რუმინეთის მიმართულებით გაფრინდა, სადაც რამდენიმე საათის განმავლობაში დაზვერვას აწარმოებდა.
მოგვიანებით აპარატმა შავი ზღვის წყლებზე, საქართველოსაც გადაუფრინა და რუმინეთში დაბრუნდა.
სავარაუდოდ, თვითმფრინავი სიგონელას ბაზაზე კიევის დროით 18:21 საათზე დაბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ 14 მარტს, რუსული სუ-27-ები აშშ-ს საჰაერო ძალების დაზვერვის უპილოტო თვითმფრინავს დაეჯახა. შედეგად, ამერიკული დრონი ჩამოვარდა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურად გაუგზავნა რუსეთს მწვავე საპროტესტო ნოტა შავი ზღვის თავზე, საერთაშორისო საჰაერო სივრცეში უკანონო ქმედებებისთვის.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ თვითმფრინავი "მკვეთრი მანევრირების" გამო დაეცა.
პენტაგონმა გუშინ მფრინავი ობიექტების კონტაქტის ამსახველი ვიდეოკადრებიც გამოაქვეყნა.
რუსეთმა კი ინციდენტში მონაწილე სუ-27-ის პილოტები დააჯილდოვა.