
რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA ავრცელებს ინფორმაცია, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ სახელმწიფო ჯილდოები გადასცა სუ-27-ის პილოტებს, რომლებიც მონაწილეობდნენ შავი ზღვის თავზე დრონის ინციდენტში.
რუსეთი ამბობს, რომ მათ აღკვეთეს ამერიკული თვითმფრინავის MQ-9 Reaper-ის მიერ სპეცოპერაციის ზონის საზღვრების დარღვევა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ 14 მარტის დილით, ამერიკულმა უპილოტო თვითმფრინავმა MQ-9 გამორთული ტრანსპონდერებით დაარღვია შავი ზღვის თავზე საჰაერო სივრცის გამოყენების დროებითი რეჟიმის ტერიტორიის საზღვრები.
ოკუპანტი ქვეყნის უწყება ამბობს, რომ დრონი ყირიმში "რუსეთის საზღვრისკენ მოძრაობდა".
გუშინ აშშ-ის ევროპული სარდლობამ შავი ზღვის თავზე, ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატისა და რუსული ავიაგამანადგურებლების კონტაქტის ამსახველ ვიდეომასალა გამოაქვეყნა. ვიდეოში ჩანს, როგორ ცდილობენ რუსული თვითმფრინავები ამერიკულის ჩამოგდებას. რუსეთის თავდაცვა ამბობს, რომ შავი ზღვის თავზე ამერიკულ დრონს არ დაჯახებიან და ის თავისით ჩამოვარდა.