მოგზაურობებზე შეზღუდვები მუდმივად ვერ გაგრძლედება - ჯანმო

გამოქვეყნდა:

მოგზაურობებზე შეზღუდვები მუდმივად ვერ გაგრძლედება - ამის შესახებ განცხადებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. WHO ქვეყნებს პანდემიის დასამარცხებლად, ბრძოლის საერთო მეთოდის შემუშავებისკენ მოუწოდებს.

ეს მაშინ როცა,  მაგალითად ინდოეთში კორონავირუსის 49 931 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ქვეყნისთვის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებლია. კვლავ მაღალია ინფიცირებულთა რაოდენობა შტატებში; ბოლო დღე-ღამეში აშშ-ში  26,345 ადამიანი ინფიცირდა. 

ჩინეთში კი, იქ, სადაც ვირუსი, გასული წლის ბოლოს, თავდაპირველად გავრცლედა,  27 ივლისის მონაცმებით მხოლოდ 61 ახალი ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ ჩინელმა ექიმმა ვუჰანის ადგილობრივი მთავრობა ადრეულ ეტაპზე ვირუსის შესახებ ინფორმაციის დამალვაში დაადანაშაულა. პროფესორ იუნის თქმით, ვუჰანის მთვრობამ ვირუსის პირველი გავრცელების ადგილებში მასშტაბური წმენდა ჩაატარა, რათა ეპიდემიის შესახებ ინფორმაცია დაემალა.

ჯამში, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირდა - 16,536,512, გარდაიცვალა - 654,087, ხოლო გამოჯანმრთელდა - 10,127,507.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი