მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციის ჩასატარებალდ მივიდა, პერიმეტრს კი პოლიცია იცავს. ამასთან გაძლიერებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვაც.
"არ არის არანაირი მობილიზება. არანაირად. საპატრულო პოლიცია ყველგან არის სადაც საჭიროდ ჩათვლის, რომ დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი",- ამბობს პოლიციელი "მთავარ არხთან"
ირაკლი კობახიძე ლექციის ჩასატარებლად პირველად მივიდა მას შემდეგ, რაც ,,ქართული ოცნების'' რუსულ კანონს მასშტაბური პროტესტი მოჰყვა, რის გამოც უმრავლესობას მოუწია კანონპროექტი ჩაეგდო.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების'' პარტიის თავმჯდომარე წინა კვირას საკუთარ სტუდენტებს დაემალა და უნივერსიტეტში საერთოდ არ მისულა. მას ლექციის გაუქმება სტუდენტების პროტესტის გამო მოუწია. კობახიძე სტუდენტებთან ლექციაზე არ მისულა, მაგრამ საპროტესტო აქცია უნივერსიტეტში მაინც გაიმართა.
ამავე თემაზე: