ICC-ის გადაწყვეტილება სიგნალია რუსეთის ელიტისთვის და დასავლელი ლიდერებისთვის - კუბილიუსი

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ჰააგას გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერი გასცა.

კუბილიუსის თქმით, გადაწყვეტილება მკაფიო სიგნალს უგზავნის, როგორც რუსულ ელიტას, ისე დასავლელ ლიდერებს.

"ICC-ის ორდერი პუტინის დაპატიმრებაზე სიგნალია: რუსეთის ელიტისთვის - 0 შანსი აქვთ დაუბრუნდნენ საერთაშორისო საზოგადოებას და გლობალურ ბაზრებს; დასავლელი ლიდერებისთვის - ერთადერთი შესაძლო მოლაპარაკება ეჭვმიტანილთან ICC-თვის მისი გადაცემა შეიძლება იყოს", - წერს ევროპარლამენტარი.

შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 17 მარტს პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. პუტინს ბრალად ედება 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ უკრაინიდან ბავშვების უკანონო დეპორტაცია.

მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს და გაცემულ ორდერს გმობს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ თქვა, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემულ დაკავების ორდერს რუსეთისთვის სამართლებრივი მნიშვნელობა არ აქვს.

როგორ წესი, ICC-ის არ აქვს უფლება ბრალდებული ქვეყნის მთავრობასთან თანამშრომლობის გარეშე დააკავოს. რუსეთი ICC-ის წევრი ქვეყანა არაა, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს რუსეთში უფლებამოსილება არ აქვს.

თუმცა ეს გადაწყვეტილება, პუტინზე ზეგავლენას სხვა კუთხით მოახდენს. რუსეთის პრეზიდენტს აღარ ექნება საერთაშორისო მოგზაურობის შესაძლებლობა. მისი დაპატიმრება შესაძლებელი იქნება თუ ის ჩავა სასამართლოს წევრ 123 ქვეყნიდან რომელიმეში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი