"არავინ დგას კანონზე მაღლა" - შოლცი პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემაზე

გამოქვეყნდა:

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და თქვა, რომ პუტინის დაკავებაზე ორდერის გაცემა აჩვენებს, რომ "კანონზე მაღლა არავინ დგას".

"სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ომის დანაშაულების გამოსაძიებლად შესაბამისი ორგანოა. ფაქტი ისაა, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა და ეს არის ის, რაც ახლა ცხადი ხდება", - თქვა შოლცმა.

შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 17 მარტს პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. პუტინს ბრალად ედება 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ უკრაინიდან ბავშვების უკანონო დეპორტაცია.

მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს და გაცემულ ორდერს გმობს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ თქვა, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემულ დაკავების ორდერს რუსეთისთვის სამართლებრივი მნიშვნელობა არ აქვს.

როგორ წესი, ICC-ის არ აქვს უფლება ბრალდებული ქვეყნის მთავრობასთან თანამშრომლობის გარეშე დააკავოს. რუსეთი ICC-ის წევრი ქვეყანა არაა, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს რუსეთში უფლებამოსილება არ აქვს.

თუმცა ეს გადაწყვეტილება, პუტინზე ზეგავლენას სხვა კუთხით მოახდენს. რუსეთის პრეზიდენტს აღარ ექნება საერთაშორისო მოგზაურობის შესაძლებლობა. მისი დაპატიმრება შესაძლებელი იქნება თუ ის ჩავა სასამართლოს წევრ 123 ქვეყნიდან რომელიმეში.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი