"პუტინ, შენ ჰააგა გელოდება" - პუტინის ომს შეწირული ბავშვები და ჩანაწერები, რომლებიც ომის დანაშაულის მტკიცებულებად იქცა

გამოქვეყნდა:

"პუტინ, შენ ჰააგა გელოდება" -  ვილნიუსში რუსეთის საელჩოს მოპირდაპირე მხარეს შენობაზე გაჩენილი ეს წარწერა რეალობად იქცა. ომის დამნაშავე ვლადიმერ პუტინი ჰააგაში დაასრულებს და ეს განაცხადი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გააკეთა. 

გუშინ მსოფლიო უპრეცედენტო გადაწყვეტილების მომსწრე გახდა. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე ჰააგის ტრიბუნალმა  დაკავების საერთაშორისო ორდერი გასცა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მიიჩნია, რომ პუტინს ომის დანაშაულები ჩადენილი აქვს მინიმუმ 2022 წლის 24 თებერვლიდან და ბრალად ედება უკრაინის ოკუპირებული რეგიონებიდან რუსეთის ფედერაციაში ბავშვების უკანონო დეპორტაცია. 

რომის სტატუტის იგივე მუხლებით ბრალი აქვს წაყენებული და დაპატიმრების ორდერი გაცემულია - რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ოფისის ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვაზე. უკვე 24 საათზე მეტია ვლადიმერ პუტინის დაპატიმრება შეუძლია ჰააგის სასამართლოს წევრ ნებისმიერ ქვეყანას, ანუ 123 სახელმწიფოს, რომლის ტერიტორიაზეც ფეხს დაადგამს ვლადიმერ პუტინი.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი