უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სირიაში ჩადენილი დანაშაულებისთვის, სათანადო სასჯელის არარსებობამ კრემლის ამჟამინდელი აგრესია გამოიწვია.
"სირიის მოსახლეობას არ მიუღია ადეკვატური საერთაშორისო დაცვა და ამან კრემლს და მის თანამზრახველებს დაუსჯელობის განცდა შესძინა. რუსულმა ბომბებმა გაანადგურეს სირიის ქალაქები ისევე, როგორც ჩვენი უკრაინის ქალაქები", - თქვა ზელენსკიმ
მისი თქმით, უკრაინის მიწაზე სამართლიანობის აღდგენა იქნება მშვიდობის გარანტი მსოფლიოსთვის - "ამისთვის მუშაობს ჩვენი გლობალური კოალიცია, ომის საწინააღმდეგო კოალიცია", - ამბობს პრეზიდენტი ზელენსკი
ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში, უკრაინის მიერ დაწესებულ ახალ სანქციებზეც ისაუბრა, რომელიც 400-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ეხება. მათ შორის, სირიელ და ირანელ პირებს. სანქცირებულთა შორისაა, სირიის პრეზიდენტი, ბაშარლ ალ - ასადი, ასევე სირიის პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი.