მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას თქმით, კვლავ უცნობია, როდის მოინახულებენ პოლონელი ექიმები მიხეილ სააკაშვილს. როგორც ალასანიამ აღნიშნა, პოლონელი ექიმები საქართველოში ჩამოსასვლელად მზად არიან, თუმცა "როგორც ჩანს მათ ნებართვა არ აქვთ".
"პოლონელი ექიმების ბევრი არაფერი ვიცი. ვიცი, რომ უნდა ჩამოსულიყვნენ უკვე ვიცი 2 კვირაა, რომ ისინი გამზადებული არიან ჩამოსასვლელად, მაგრამ ფაქტია, ვერ ჩამოდიან, როგორც ჩანს, არ აქვთ ნებართვა, თორემ ამდენი ხანი ხომ ჩამოვიდოდნენ. იქიდან ყველანაირი მზადყოფნა იყო, ფოტიგა იმავეს ლაპარაკობდა, სტრასბურგში ვიყავით ყველა იმავეს გვეუბნებოდა, ფაქტია, რომ ეს ექიმები ვერ ჩამოდიან", - თქვა გიული ალასანიამ.
შეგახსენებთ, რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა 16 მარტს ინფორმაცია გაავრცელა, რომ პოლონელ ექიმებს მიხეილ სააკაშვილის მონახულების ნება დართეს.
ამავე თემაზე: