თუ პუტინი გერმანიაში ჩამოვა, დავაკავებთ - გერმანიის იუსტიციის მინისტრი

გამოქვეყნდა:

გერმანიის იუსტიციის მინისტრის, მარკო ბუშმანის თქმით, თუ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი გერმანიის საზღვარს გადაკვეთს, მის წინააღმდეგ მაშინვე გაიცემა დაკავების ორდერი.

"თუ პუტინი გერმანიის ტერიტორიას გადაკვეთს, ქვეყანა ვალდებული იქნება დააკავოს ის და გადასცეს საერთაშორისო სასამართლოს", - თქვა მან.

მანამდე, 18 მარტს, ჰააგას გადაწყვეტილებას გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი გამოეხმაურა. მისი თქმით, ICC-ის მხრიდან პუტინის დაკავების ორდერის გაცემა აჩვენებს, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა.

შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 17 მარტს პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. პუტინს ბრალად ედება 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ უკრაინიდან ბავშვების უკანონო დეპორტაცია. გადაწყვეტილების თანახმად, არსებობს "გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ თითოეულ ეჭვმიტანილს ეკისრება პასუხისმგებლობა ომის დანაშაულზე, მოსახლეობის უკანონო დეპორტაციაზე და მოსახლეობის უკანონო გადაყვანაზე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში".

მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს, გაცემულ ორდერს გმობს და აცხადებს, რომ ქვეყანა ICC-ის იურისდიქციას არ ცნობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი