ის, რაც ერთ დროს წარმოუდგენელი იყო, დღეს რეალობა ხდება... ერთი წლის წინ, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, ვერავინ იფიქრებდა, რომ ჰააგის სასამართლო პუტინს საერთაშორისო ძებნილად და ომის დამნაშავედ გამოაცხადებდა.
კი, მართალია, უკრაინაში ომის დაწყებამდეც პუტინის ხელები აფხაზეთში, სამაჩაბლოში, სირიაში და დონბასში დარღვრილი სისხლით იყო მოსვრილი, მაგრამ მილოშევიჩისა და კადაფის გვერდით მისი დაყენება მაინც ძნელად დასაჯრებელი ამბავი იყო. და, აი, უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ დასავლელი პოლიტიკოსები, ევროპელი ანალიტიკოსები თუ რიგითი უკრაინელები რუსეთის იმპერიას სულ უფრო ხშირად მოიხსენიებენ მოსკოვიად.
ამით ბოროტების იმპერიის ისტორიულ უსამართლობასაც აშიშვლებენ, რომელმაც სისხლითა და ტერორით მიითვისა მეზობელი ტერიტორიები, და ამავე ტერმინით - მოსკოვიეთი განსაზღვრავენ პოლიტიკურ მომავალსაც იმ ტერიტორიული წარმონაქმნისთვის, რომელიც საუკუნეებია სხვა ერების განაგდურებითაა დაკავებული.