წავახალისებთ შემდგომ ძალისხმევას, რათა უზრუნველყოფილ იყოს პასუხისმგებლობის დაკისრება ომის დანაშაულებზე - EU ჰააგაზე

გამოქვეყნდა:

ევროკავშირი მიესალმება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას წინაამდეგ დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი მიესალმება და წაახალისებს შემდგომ ძალისხმევას, რათა უზრუნველყოფილი იყოს სრული პასუხისმგებლობა ომის დანაშაულებებზე.

"ევროკავშირი განიხილავს ICC-ის გადაწყვეტილებას, როგორც პასუხისმგებლობის პროცესის დასაწყისს და რუსეთის ლიდერებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას იმ დანაშაულებისა და სისასტიკეებისთვის, რომლებთან დაკავშირებითაც ისინი ბრძანებას გასცემენ ან ახორციელებენ უკრაინაში", - ნათქვამია განცხადებაში. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი ყველა მონაწილე სახელმწიფოს სრული თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი