დაუშვით უცხოელი ექიმები მიხეილ სააკაშვილთან - ენმ-ის აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქციას მართავს. პარტიის წევრები ამბობენ, რომ ამ დრომდე ფერხდება უცხოელი ექიმების საქართველოში ჩამოსვლა, რითიც გრძელდება მესამე პრეზიდენტის ციხეში მოკვლის გეგმა. 

"ჩვენ მოვედით რომ კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ მოაგვარონ შესაბამისი პროცედურები, რომ რაც შეიძლება სწრაფად იყვნენ ადგილზე წარმოდგენილები ევროკავშირის სპეციალური სამედიცინო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ დასკვნის დადებას და მიხეილ სააკაშვილის რაც შეიძლება სწრაფად უცხოეთში გადაყვანას ვიხილავთ ჩვენ", - თქვა ირაკლი ნადირაძემ. 

შეგახსენებთ, რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა 16 მარტს ინფორმაცია გაავრცელა, რომ პოლონელ ექიმებს მიხეილ სააკაშვილის მონახულების ნება დართეს.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი