"ტყუილია" - ღარიბაშვილი ჯანდაცვის მინისტრის შეცვლაზე

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრის შეცვლა იგეგმება.

თემასთან დაკავშირებით, ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვას ვრცლად არ უპასუხა და თქვა, რომ გავრცელებული ინფორმაცია - "ტყუილია".

ცოტა ხნის წინ, ღარიბაშვილმა განათლების მინისტრად გიორგი ამილახვარი წარადგინა. რაც შეეხება მიხეილ ჩხენკელს, პრემიერმინისტრის თქმით, ის ქუთაისის უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე იქნება.

მთავარი არხის ინფორმაციით, სამთავრობო ცვლილებები სხვა სამინისტროებშიც იგეგმება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი