ჩინეთის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 

ჩინეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი ქალაქ მოსკოვში "ვნუკოვოს" საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა. 

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრა კრემლში, ადგილობრივი დროით, 3 საათზე დაიწყება. 

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩინეთის ლიდერი ეწვია რუსეთს, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა დაიწყო მისი არაპროვოცირებული, სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში.

ვიზიტი 3 დღის განმავლობაში, 20 მარტიდან 22 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი