ჩინეთი ICC-ის მოუწოდებს მოერიდოს "პოლიტიზებასა და ორმაგი სტანდარტებს"

გამოქვეყნდა:

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოუწოდა, დაიჭიროს "მიუკერძოებელი პოზიცია" და "მოერიდოს პოლიტიზებასა და ორმაგ სტანდარტებს".

განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ICC-მ ომის დანაშაულებზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

"სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უნდა დაიკავოს ობიექტური და მიუკერძოებელი პოზიცია, პატივი სცეს სახელმწიფო მეთაურის იურისდიქციულ იმუნიტეტს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, განახორციელოს თავისი ფუნქციები და უფლებამოსილებები კანონით, კეთილსინდისიერად განმარტოს და გამოიყენოს საერთაშორისო სამართალი და თავიდან აიცილოს პოლიტიზაცია და ორმაგი სტანდარტები", - თქვა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვანგ ვენბინმა ჟურნალისტებთან გამართულ რეგულარულ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 17 მარტს პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. პუტინს ბრალად ედება 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ უკრაინიდან ბავშვების უკანონო დეპორტაცია. ორდერი გაიცა რუსეთის ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზეც.  

მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს, გაცემულ ორდერს გმობს და აცხადებს, რომ ქვეყანა ICC-ის იურისდიქციას არ ცნობს.

ამავე თემაზე:

ჩინეთის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი